LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე – დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს

175
dimitri-khundadze

დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს – ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველო დახურულ კარს მიღმა აღმოჩნდა და „ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება“.

“თითქმის 20 წელია ღია კარის პოლიტიკის მოლოდინში ვართ. ჩვენი ქვეყანა არის ორმხრივი ზეწოლის ქვეშ – ერთი მხრივ დასავლეთს საქართველო პოლიტიკურ თამაშში შეჰყავს ქრონიკული ღია კარის რეჟიმით, მეორე მხრივ – რუსეთი, კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემქმნელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითა და იარაღის ჟღარუნით ეთამაშება.

ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა, რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდით და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვფიქრობ, ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე. ამ პირობებში აუცილებელია, რომ ომი დასრულდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g