LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან… ბევრი ფანჩატური, ერთობა, დაპირისპირება, გაურკვევლობა, თითქოს ერთმანეთში მტრობაც და დაპირისპირებაც ვიხილეთ“

114
დიმიტრი ხუნდაძე

„დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან. საბოლოოდ შედეგი ერთია – ისინი მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

მისი განცხადებით, „სწორედ ამიტომ იქნა გრანტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოტანილი, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აკონტროლოს, რომ ის კეთილი მიზნებისთვის იყოს დაფინანსებული და არა მაედნებისა და რევოლუციების მოსაწყობად“:

მიხეილ სააკაშვილი: „ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში, მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება“

„მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აჰყვნენ ამ „ქოცურ“ მაქინაციებს“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან. საბოლოოდ შედეგი ერთია – ისინი მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან. ბევრი ფანჩატური, ერთობა, დაპირისპირება, გაურკვევლობა, თითქოს ერთმანეთში მტრობაც და დაპირისპირებაც ვიხილეთ – შედეგი რა არის? დღეს მათი უდიდესი ნაწილი ქუჩაში დგას, ელოდება, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ შედგეს, მაგრამ ქუჩაში მდგომი ხალხის რაოდენობაც დღითი დღე კლებულობს.

ისინი ამას აბრალებენ, რომ ევროპიდან თანხა არ მოდის და ცოტაა აურზაურის დაფინანსებისათვის. არც უამისობაა, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ იქნა გრანტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოტანილი, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აკონტროლოს რომ ის კეთილი მიზნებისთვის იყოს დაფინანსებული და არა მაედნებისა და რევოლუციების მოსაწყობად. მაგრამ მათ თანხაც რომ ჰქონდეთ შედეგზე ვერ გავლენ, მათ არ აქვთ მთავარი – საზოგადოების მხარდაჭერა. ისინი შიგნით ხან ერთ ლიდერს ირჩევენ ხან – მეორეს. მერე ხან ერთმანეთს უპირისპირდებიან და თითქოს, საერთო ენას ვერ პოულობენ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

„არსებობს პოლიტიკიდან საერთოდ გასვლის, პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკარგვის და პარტიზანულ, რევოლუციურ ჯგუფად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა და ამასაც უფრთხიან“ – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g