LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი მედვედევი: რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება

199
პუტინი და მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით: „რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება“.

პოსტში მედვედევს მოჰყავს „არგუმენტები“, რატომ არ არის საჭირო უკრაინა.

მისი მტკიცებით, უკრაინა არ სჭირდება არც რუსეთს, არც ევროპას, აშშ-ს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებს.

„რუსეთის ნაწილები, რომლებსაც 1991 წლის საზღვრებში უკრაინა ეწოდა, მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობაა. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი“, – წერს მედვედევი.

მედვედევის თქმით, „ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომაც არ იარსებებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები