LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი მედვედევი: უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს

170
მედვედევი

უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს, როცა სავარაუდოდ მისი ნატო-ში მიღება იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კარგ სცენარად მიიჩნევს 2034 წელს, ანუ არასოდეს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე თვის დასაწყისში DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები