LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვი: ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია

34
დიმიტრი პესკოვი

ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საუბარი არ არის დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების გადასაჭრელად სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით კომუნიკაციის გზით,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ არასწორი საგარეო პოლიტიკით, აგრესიული ქმედებებით, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებითა და ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებით, რუსეთის რეჟიმი მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში საფრთხეს უქმნის.

magti 5g