LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს ძალების განლაგების შემთხვევაში შესაძლო საპასუხო ნაბიჯების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

167
MOSCOW, RUSSIA - DECEMBER 3, 2020: A view of towers of the Moscow Kremlin. Seen in the center is Spasskaya Tower. Valery Sharifulin/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Âèä íà êðûøó Èñòîðè÷åñêîãî ìóçåÿ, Ñïàññêóþ, Íèêîëüñêóþ è óãëîâóþ Àðñåíàëüíóþ áàøíþ (ñëåâà íàïðàâî) Ìîñêîâñêîãî Êðåìëÿ. Âàëåðèé Øàðèôóëèí/ÒÀÑÑ

რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს შეიარაღებული ძალების განლაგების შემთხვევაში შესაძლო საპასუხო ნაბიჯების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობის შესახებ, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუკი საფრთხე შეიქმნება, მის დასაბალანსებლად, საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.

„არავისთვის არის საიდუმლო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვრებზე ნატო-ს სხვადასხვა ტიპის შეიარაღების განლაგება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეგვიქმნას, საჭიროებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას სიტუაციის დასაბალანსებლად. არსებობს მრავალფეროვანი შესაძლო ვარიანტები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზად არის განათავსოს ბირთვული იარაღი ნატოს მხრიდან საფრთხის შემთხვევაში. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი აღნიშნა, რომ მინსკი მოსკოვს შესთავაზებს ამგვარი ზომების მიღებას, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განათავსებს ბირთვულ იარაღს პოლონეთში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა ნატო-ს დაიწყოს არსებითი მოლაპარაკებები, რათა რუსეთი უზრუნველყოს საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები