LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთიდან კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი თვის ბოლომდე შემოვა

79

ჩინეთიდან საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლიდან კი აღნიშნული დერეფნის გამოყენებით, რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის „ვესტელი,“ ასევე „სამსუნგი“ და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა“ – აღნიშნა მინისტრმა.

21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g