ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წყნეთის სამთავრობო აგარაკების გაყიდვას არ ადასტურებს.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხი ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა.
მინისტრის განმარტებით მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან მიმდინარეობს. ”არის რამდენიმე ინვესტორი, თუმცა მათი დასახელება სამართლიანი არ იქნება. ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. მოლაპარაკებები გრძელდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.