LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი სამხარაძე: ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

290
დიმიტრი სამხარაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, გუშინ, მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეების მისამართით მისი გინების ადრესატს, „გაცილებით მეტი ეკუთვნის.“

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს:

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია.“– წერს Facebook-ზე დიმიტრი სამხარაძე.

„ადამიანური სისუსტის გამოვლინება იყო“ – გახდება თუ არა დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამი მანდატის დატოვების საფუძველი?

 

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, გუშინ, მმართველი პარტიის ოფისთან მისულ მოქალაქეებს აგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები