როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი ”დინამო არენა” საფუძვლიანად განახლდა აგვისტოში გამართული ევროპის სუპერთასის მატჩის წინ. მაშინ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა როგორც ჩანს არა ყველაფერი და ახლა ტრიბუნებს კიდევ ერთი დეტალი დაემატა: მეორე იარუსზე თეთრი სკამებით გამოისახა თბილისის ”დინამოს” ლოგო.