LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ და ტორპედომ ისევ იჩხუბეს

34

თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა წერეთლის გამზირზე მოხდა.

ქომაგებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. მეტიც, ისმოდა სროლის ხმაც. საჭირო გახდა სამართალდამცველების მობილიზება.

ინციდენტი შსს-მაც დაადასტურა. თუმცა, მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება სროლის ხმას, ინციდენტის დროს უბრალოდ პიროტექნიკა გამოიყენეს.

დაპირისპირება თბილისის ”დინამოსა” და ქუთაისის ”ტორპედოს” შორის საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩამდე მოხდა. ქართულ კლასიკოდ წოდებულ დერბიში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. სხვა შემთხვევებს თუ გავიხსენებთ, ახლა კიდევ მარტივად განიმუხტა სიტუაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები