კომპანია „დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის თანამშრომლები „მედიქლაბ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა შემდეგ საკითხებზე:
-
გულ-ფილტვის რეანიმაცია;
-
პირველადი დახმარება სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (მოზრდილებში);
-
სხვადასხვა სახის ჭრილობები, სისხლდენის ტიპები, სისხლდენის შეჩერება (ნახვევის წორად დადება)
-
სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები, დამწვრობა – თერმული, ქიმიური;
-
კიდურების იმობილიზაციის მეთოდები.
შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-სთვის თანამშრომლების ცოდნის, შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება/გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
სწორედ თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები კომპანიაში, ისევე როგორც კომპანიის გარეთ მუდმვივად ხორციელდება. „დიო“-ში ადამიანური რესურსების განვითარება კომპლექსური და სისტემატური პროცესია.
R