ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის.
განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.
განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა.