ჯონი დეპი კოსმეტიკური ბრენდის „დიორის” მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა. მსახიობი და ცნობილი მოდის სახლი უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობენ.
ფილმს „Legend of the Magic Hour“ ჰქვია და მასში ვარსკვლავი ინდიელთა ტომის, ნავაჰოს შესახებ უძველეს ლეგენდას ყვება, რომლის თანახმადაც ცეცხლის შავმა ღმერთმა ვარსკვლავიანი ცა შექმნა, თუმცა კოიოტმა მას ვარსკვლავებით სავსე ჩანთა მოპარა და სწორედ ასე შეიქმნა ირმის ნახტომი.