LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიპლომი მოპარულია, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც“ – მეუფე იობი

171
მეუფე იობი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის [აქიაშვილი] განცხადებით, მისი საერო და საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომები მოპარულია.

„გაურკვეველ ვითარებაში, დაიკარგა დიპლომი… დიდი ალბათობით, მოპარულია“ – მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, მეუფე იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა

აღნიშნულის შესახებ მიტროპოლიტმა იობმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით დიპლომები აღდგენილია.

„მოპარულია დიპლომი, [თუმცა] დღესდღეობით აღდგენილია უკვე. ნამდვილად მოპარულია, იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც.

დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ სულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როცა წავედი, სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო”, – განაცხადა მეუფე იობმა.

ცნობისათვის, „ტვ პირველის“ ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g