უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ გამოსვლისას ახსენა ჩარლი ჩაპლინი და ფილმი „დიდი დიქტატორი“, ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი „აპოკალიფსი ახლა“. მან დიქტატორებისა და ომების პარალელი გაავლო უკრაინის დღევანდელობასთან.
„მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო. დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი დამარცხდება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის ფონზე „ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომელიც დაამტკიცებს, რომ კინო არ არის მუნჯი“.