კომპანია AS Georgia მედიის წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის 18 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრას აწყობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ”დირსის” საცხოვრებელი კომპლექსი, გაისეირნონ ბულვარზე, შეაფასონ კომპანიის საქმიანობის შედეგები, განიხილონ მომავალი თანამშრომლობის საკითხები და საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
მათივე ინფორმაციით, ”დირსი”, ეს არის თაობებზე გათვლილი საცხოვრებელი გარემო – ახალი ქალაქი ძველ ქალაქში, სადაც შექმნილია სიმყუდროვე და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო სრულყოფილი ინფრასტრუქტურა.
”კომპანიის მთავარი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობაა: ჩვენ ვზრუნავთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე – სწორედ ამიტომ, კომპლექსში, სპორტული და საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურა ძალიან მრავალფეროვანია: ულამაზესი ბულვარი მტკვრის პირას, საველოსიპედო ბილიკები, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოწყობილი შიდა ეზოები. 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი“English World in Dirsi”, – განაცხადეს კომპანიაში.