LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დის მკვლელობაში ბრალდებული: რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი

248
BeFunky-collage (1)
მთავარ სლაიდზე ფოტო: Ipn

 

რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი, – ამის შესახებ დის მკვლელობაში ბრალდებულმა, 35 წლის ზურაბ ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ არ ახსოვს, თუ რა და როგორ მოხდა.

ალადაშვილის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განმარტებით, ბრალდებული მომხდარს ძალიან განიცდის და შოკირებულია.

კა­ხეთ­ში დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს პატიმრობა შეეფარდა

„ბრალდებულს გვიან ღამით შევხვდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადამიანი განადგურებულია, ამბობს, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, რაც არ უნდა მომისაჯონ, ის ჩემთვის აღარაფერი იქნებაო. თავს არ იძვრენს ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამ ეტაპისთვის მას ყველაფერი ზედმიწევნით არ ახსენდება და ამიტომ ვერ ამბობს, რომ დაულაგებელი და უაზრო ნათქვამი არ გამოუვიდეს.

როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში შევედი, ვუთხარი, ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი, რადგან შენ ისეთ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი, მხოლოდ სიმართლე გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ იფიცება, რომ არ ახსოვს, ალბათ, დადგება, როცა გაახსენდება მომხდარი. მის ინტერესში შედის, ყველაფერი გაიხსენოს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო.

პროკურატურის განცხადებითვე, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g