დისმენორეა – ესაა ტკივილი მუცლის ქვედა არეში მენსტრუაციის დროს. ტკივილი, სპაზმური ხასიათისაა, ძლიერია. მდგომარეობა ქალების 50%-ზე მეტს აღენიშნება და, ჩვეულებრივ, მოზარდობის პერიოდიდან იწყება. ასეთი ქალების 5-15%-ის შემთხვევაში, პირველადი დისმენორეა ზოგჯერ მძიმეა. პირველადი დისმენორეა ნაკლები სიმძიმითაა გამოხატული და ასაკის მატებასთან ერთად ან მშობიარობის შემდეგ იკლებს.
პირველადი დისმენორეის დროს, ტკივილი ვლინდება მენსტრუალური ციკლის პერიოდში, როცა კვერცხუჯრედი მწიფდება. ტკივილი სპაზმური და გამჭოლი ხასიათისაა და ვლინდება და ქრება, თუმცა შეიძლება იყოს მუდმივი და ყრუ. სხვა ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, დიარეა და შარდვის გახშირება. ზოგჯერ ღებინებაც ვლინდება. პრემენსტრუალური გაღიზიანება, ნევროტულობა, დეპრესია და მუცლის შებერილობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი მენსტრუაციის განმავლობაში ან მხოლოდ დასაწყისში. ზოგჯერ მენსტრუალური გამონადენი ქსოვილებს შეიცავს.
ტკივილს საგრძნობლად ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. წამალი უფრო ეფექტიანია, როდესაც მათი მიღება მენსტრუალურ ციკლამდე 1-2 დღით ადრე იწყება და ციკლის დაწყების შემდეგ 1-2 დღეს გრძელდება. გულისრევა და ღებინება, ჩვეულებრივ, მკურნალობის გარეშე, ტკივილის ალაგებასთან ერთად გაივლის. სიმპტომების შემსუბუქებას ასევე ეხმარება დასვენება, გამოძინება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.