„დისნეი“ ბოლო წლებში თავისი ცნობილი ანიმაციების მიხედვით ფილმებს აქტიურად იღებს. ჩვენ უკვე ვიხილეთ „მეფე ლომი“ , „ჯუნგლების წიგნი“. ამჯერად კი ის სერიალს შემოგვთავაზებს. საუბარია „მძინარე მზეთუნახავის“ შესახებ, რომლის ფილმი ჩვენ 2017 წელს ვიხილეთ, მასში მთავარ როლებს, ემა უოტსონი და დენ სტივენსი ასრულებენ.
უკვე ცნობილი გახდა, რომ სერიალის პირველ სეზონში 6 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი. თუ ვინ შეასრულებს მთავარ როლებს და როდის შედგება სერიალის პრემიერა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ფილმმა „მზეთუნახავი და ურჩხული“ 2017 წელს, ყველაზე მეღალშემოსავლიანი ფილმის ტიტული მოიპოვა, მან 15 დეკემბერს გამოსულ „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაისაც“ კი აჯობა. ფილმის საერთო შემოსავალი, 1,263.5 მილიარდი დოლარია.
https://www.youtube.com/watch?v=uQ0ODCMC6xs