LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Disney ახალი ტექნოლოგიის ტესტირებას იწყებს

143

კომპანია Disney Research Lab-მა შექმნა ახალი ტექნოლოგია, რომელიც Snapchat-ის სტილის ეფექტებს ადამიანის სახეზე ლაივში დაადებს. პირველი ე.წ. ფილტრი, რომელიც Disney Research-ის ახალი აქტივობის ფარგლებში შეიქმნა, საშიში მასხარის იდენტურია ტომი ლი უელსის საშინელებთა ფილმიდან ,,It”.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, გასართობიდან გაცილებით სერიოზულ სეგმენტში გადანაცვლებას. Disney-ის ინჟინრები აპირებენ, ლაივ ფილტრების ალგორითმი, რეალურ დროში, სამსახიობო სფეროში გამოიყენონ. წარმატების შემთხვევაში თეატრალური დადგმებისთვის საკმაოდ გრძელვადიანი და დამღლელი სახის შენიღბვის პროცედურა საჭირო აღარ იქნება.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები