LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელსაც 14 წლამდე ასაკის დის შვილის გაუპატიურება ედება ბრალად, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა და მასზე ძებნა გამოცხადდა

158
ბავშვზე_ძალადობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 60 წლამდე ასაკის კაცს, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

გადაწყვეტილება, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, დღეს 15 თებერვალს გამოაცხადა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, – ნათქვამია ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაში, რომლის ადვოკატი ანა თავხელიძეც იცავდა დაზარალებულის ინტერესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g