LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური IT მხარდაჭერის უპირატესობები – შემოგვიერთდით ონლაინ აკადემიაში

98
დისტანციური IT მხარდაჭერის-05

ტექნოლოგიის ძალაუფლების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, რომ დღევანდელ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოთ. თუ თქვენი ბიზნესი იყენებს სხვადასხვა ტექნიკურ ინსტრუმენტებს მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით, მათთვის საიმედო და ფუნქციონალური გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია.

მცირე ბიზნესის თითქმის 28 პროცენტი შეერთებულ შტატებში არ სარგებლობს პროფესიონალური IT მხარდაჭერით. კომპლექსური კომპიუტერული, ან ქსელური ხარვეზების პროფესიონალური დახმარების გარეშე მოგვარება თქვენს პრობლემებს კიდევ უფრო გააუარესებს.

მრავალი წელია ამერიკის და ევროპის ბაზარზე არსებული ბიზნეს სექტორი დისტანციური IT მხარდაჭერის სერვისებს აქტიურად მიმართავს, ინტერნეტის წყალობით ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, უფრო მეტიც, გარკვეული ხარჯებისგან თავის არიდების შესანიშნავი საშუალებაა

წარმოგიდგენთ დისტანციური IT მხარდაჭერის გარკვეულ უპირატესობებს:

1.დისტანციური IT მხარდაჭერა უზრუნველყოფს სწრფ რეაგირებას

სერიოზულ IT საკითხებს, როგორიცაა ქსელის შეფერხებით მუშაობა, ან კომპიუტერული ვირუსები, შეუძლია კომპანიის პროდუქტიულობის დონე გაანადგუროს. ამიტომ ტექნიკური მხარდაჭერის საკითხების სასწრაფოდ და ადეკვატურად მოგვარება არსებითად მნიშვნელოვანია. დისტანციური IT მხარდაჭერის მომსახურების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ხარვეზების აღმოფხვრის დასაჩქარებლად. თქვენი თანამშრომლები როგორც კი დაუკავშირდებიან ტექნიკური მხარდაჭერის წევრს ტელეფონით, მათ შეუძლიათ იმ წუთში დაადგინონ თუ რა პრობლემასთან აქვთ საქმე. ისინი შეძლებენ რეალურად შეხედონ იმ კომპიუტერს, რომელთანაც თქვენი თანამშრომელი მუშაობს და დროის მცირე მონაკვეთში სრულყოფილად მოაგვარონ შექმნილი ხარვეზი.

2თავიდან აიცილებთ ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს

თუ ბიზნესმენების უმრავლესობის მსგავსად მოქმედებთ, ხარჯების შემცირების გზების პოვნა თქვენი ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს. მართვადი IT მხარდაჭერის კომპანიასთან ერთად მუშაობა შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, თუმცა მასში ფულის დაბანდება ნამდვილად ღირს. ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯების შემცირების ერთერთი საუკეთესო საშუალება არის პრობლემების დისტანციური მოგვარების გამოყენება. თქვენს ქსელთან და კომპიუტერთან დისტანციურად წვდომის შესაძლებლობის შემთხვევაში, IT პროფესიონალები შეძლებენ თავიდან აგარიდონ ადგილზე მისვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ ტექნოლოგიები გამართულად ამუშაოთ და ამავდროულად თანხაც დაზოგოთ.

3.გააკონტროლებთ პროდუქტიულობის დონეს

ერთადერთი გზა იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი სარგებლის მომტანი იყოს, არის პროდუქტიულობის დონის ამაღლების საშუალებების მოძიება. თუ თქვენი ქსელი და კომპიუტერები, რომლებსაც იყენებთ მუდმივად მწყობრიდან არის გამოსული, ეს ხელს შეუშლის თქვენ და თქვენს თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებაში.

ტექნიკური გაუმართაობის გამო თანხის დაკარგვის და მომხმარებლების გაბრაზების ნაცვლად, საჭიროა დისტანციური IT მხარდაჭერის გამოყენებაზე დაფიქრდეთ. ასეთი ტიპის IT მხარდაჭერის ხარჯები არაფერი არ იქნება იმ თანხებთან შედარებით, რომელიც შეიძლება ქსელის გაუმართაობის გამო დაკარგოთ.

4.გარკვეული პირების დისტანციურად დასაქმებით, შეძლებთ უფრო მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენი ბიზნესის გაზრდაზე და უფრო ნაკლები DIY ტექნიკურ მხარდაჭერაზე

სტარტაპიდან ბიზნესის წარმატებულ საქმიანობამდე აყვანა ადვილი საქმე არ არის. თქვენი მიზნების შესრულება მოითხოვს მთელი თქვენი ყურადღების გამახვილებას ბიზნესის გაზრდასა და გაფართოებაზე. თუ თქვენ გამუდმებით ტექნიკური მხარდაჭერის მეტაფორულ ხანძრებს აქრობთ, ბიზნესის გაზრდაზე კონცენტრირებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. ამიტომ IT პროვაიდერის პოვნა, რომელიც დისტანციურ მხარდაჭერას შემოგთავაზებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი რთული სამუშაო გამოცდილ პროფესიონალებს უნდა ანდოთ, თუ გსურთ პრობლემური საკითხების თავიდან არიდება.

5.პროაქტიული სისტემის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

დისტანციური IT მხარდაჭერის დახმარებით იმაზე ადრე შეიტყობთ ინფორმაციას ქსელის სავარაუდო დაზიანების შესახებ, ვიდრე ეს სინამდვილეში რამე სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს. თუ თქვენს ქსელს ჰაკერები გატეხავენ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს IT მხარდაჭერის პროვაიდერს დახმარებისთვის. ისინი მყისიერად შეძლებენ შეაჩერონ ჰაკერების წვდომა თქვენს ქსელთან. მათი დახმარებით შეძლებთ თქვენი ქსელი და მნიშვნელოვანი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ და კიბერ კრიმინალებს არ ჩაუგდოთ ხელში.

IT Academy STEP – თქვენი წარმატების გარანტი!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g