LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო ცინცაძე: „გამიმართლა იმაში, რომ გავიქეცი საქართველოდან…“

465
dito-cincadzenws

დიმიტრი ცინცაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის განვითარების შესახებ საუბრობს.

„შინდისის“ რეჟისორი აღნიშნავს, რომ ლოკარნოს ფესტივალი, რომელზეც მისმა ფილმმა მთავარი პრიზი აიღო, წლების წინ მისთვის შვების მომტანი „ბილეთი“ აღმოჩნდა, რადგან საქართველოდან წავიდა.

დიმიტრი ცინცაძე:

„ძალიან დამეხმარა ლოკარნოს ფესტივალი. საგიჟეთი იყო ქვეყანაში. ჩემი ახლობლებიდან ზოგი დაიხოცა, ზოგი სმას გადაჰყვა, ზოგი სხვა რამეს. დაიქცა ჩემი სამყარო. გამიმართლა იმაში, რომ გავიქეცი აქედან. ჩემთვის ლოკარნო გახდა გზა. ჩემი ფილმი, რომელმაც ლოკარნო მოიგო, უკვე „ბილეთი“ იყო. შემდეგ სტიპენდიები მივიღე ბერლინში, თუმცა მანამდე გერმანიაში მეგობართან მივდიოდი და უკვე ნიდადგს ვიმზადებდი, რა შეიძლებოდა, იქ გამეკეთებინა. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი ცოლი, მარიკა გიორგობიანი. თუ ასეთ დროს გვერდით ვინმე არ გიდგას, ამას ვერ გააკეთებ. ახლა მინდა, მულტიმილიარდერებს ვუთხრა, დადონ ფულები ად ერთი ბინა მიყიდონ აქ, ძალიან მადლობელი ვიქნები“.

ამავე ინტერვიუში დიტო ცინცაძე იხსენებს, თუ როგრო მოხვდა მინუნხენში ბნელ სამყაროში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ და პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები და რომ არა დაფინანსება, რომელიც მაშინ ფილმისთვის მოიპოვა, იქიდნა წამოსვლას ვერ მოახერხებდა. ვრცლად იტნერვიუს ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g