LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ მარიამ გვასალიას ახალი კოლექცია

180

ახალგაზრდა დიზაინერი  მარიამ გვასალია მომხმარებელს საკუთარ  შოურუმში შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს სთავაზობს.

როგორც დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა,  ოქროსფერსა და შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სხვადასხვა ფასებში შეუძლია.

„მოდელები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. მსურველებს გამორჩეული დღისთვის განკუთვნილი მარალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენა 400 ლარიდან შეუძლია. სანდლები -250 ლარიდან, ჩექმები 500 ლარიდან, 250 ლარიდან კი მომხმარებელს ზაფხულის ფეხსაცმლის შეძენა შეუძლია,“- განაცხადა დიზაინერმა.

ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული. შოურუმში  არის პალტოების დიდი არჩევანიც, რომლის ფასებიც 600 ლარამდე მერყეობს, მომხმარებელს ცხოველების პრინტების შეძენაც შეუძლიათ, მათ შორის ლეოპარდისაც. კაბების შეძენა კი მომხმარებელს 250, 300, 350 ლარად შეუძლია.

რაც შეეხება მასალას, რითაც დიზაინერი მუშაობს. როგორც მარიამ გვასალიმა აღნიშნა,  ქსოვილები იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოდის და შემდეგში უკვე მომხმარებელი სურვილისამებრ შეარჩევს ამავე ქსოვილებით შექმნილ პროდუქციას.

დიზაინერის პროდუქციის შეძენა მსურველებს შუძლიათ დ. აღმაშენებლის გამზირზე გახსნილ შოუ-რუმში, რომელიც 11:00 სთ-დან 21:00 საათამდე მუშაობს.

ამჟამად დიზაინერი  თბილისის მოდის კვირეულისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები