დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ახალი კოლექცია “თბილისი მოლის” ცენტრალურ მოედანზე გამოფინა.
”ჩემს ახალ კოლექციაში შედის ხელნაკეთი ჩანთები, ქამრები, სამაჯურები, რომლებიც ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული. ჩანთების ფასი 200 დან 250 ლარამდე მერყეობს, ქამრების ფასი 50 ლარიდან იწყება, სამაჯურების შეძენა კი 50 ლარიდან 100 ლარამდეა შესაძლებელი.” აღნიშნა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა მეგი გაბუნიამ.
როგორც თავად გაბუნიამ აღნიშნა, ახალ კოლექციაში ასევე შედის ტანისამოსი. კაბები, რომელზეც დიზაინერმა თავისივე ნახატების პრინტები დაიტანა, მათი ფასი 100 ლარიდან იწყება. კოლექციაში ასევე შედის პალტოები, მათი შეძენა მსურველებს 100 ლარიდან 300 ლარამდე შეუძლიათ.
დიზაინერის თქმით, კოლექციის შეძენის მსურველებს, სასურველი ნივთის ან ტანისამოსის შეკვეთა ონლაინაც შეუძლიათ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება მაღაზიის გახსნა, ბრენდის სახელწოდებაა M.G, რომელიც გაბუნიამ თავისივე გვარის და სახელის ინიციალების მიხედვით დაარქვა.
შეკვეთილი პროდუქციის ასაღებად უნდა მიბრძანდეთ ყიფშიძის N14.