LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ ნინო ჯანიძის ახალი კოლექცია

89

დიზაინერ ნინო ჯანიძის ახალი კოლექციის დათვალიერება მსურველებს “თბილისი მოლში” 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

” ბრენდი “ჯანინი” სულ რამოდენიმე თვეა რაც შეიქმნა და ბაზარზე გამოჩნდა. თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში მონაწილეობა ჩვენი პირველი სერიოზული განაცხადია და მიხარია, რომ ასე მოკლე დროში საზოგადოების საკმაოდ დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ამ ეტაპზე კოლექცია შედგება მხოლოდ საყურეებისა და გულსაბნევებისგან. საყურეების ფასი 100 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, ხოლო გულსაბნევების ფასი 70 ლარიდან იწყება. ყველაფერს ჩემი დიზაინით ვქმნი, საყურეების თვლები საზღვარგარეთიდან ჩამომაქვს, რადგან იქ უფრო დიდი არჩევანია, ახალი კოლექციის გაკეთება მხიარულ ფერებში გადავწყვიტე,”- განაცდახა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ნინო ჯანიძემ.

დიზაინერი აპირებს, მომავალში კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადო და სამაჯურები და ბეჭდებიც დაამზადოს. იგეგმება მაღაზიის გახსაც.

„თითოეული ჩემი ნამუშევარი ინდივიდუალური და ექსკლუზიურია. წინასწარ არასოდეს ვიცი რას ვაკეთებ, დიზაინი მზადების პროცესში იქმნება. შთაგონების წყარო ბევრი რამ შეიძლება გახდეს,  თუნდაც რაიმე პატარა ნივთი. ვფიქრობ, თითოეული ნამუშევარი სიყვარულის გამოხატულებაა,რადგან მათი შექმნისას მთელ ჩემს დადებით ემოციას, სიყვარულს და სითბოს ვაქსოვ,“- აღნიშნა დიზაინერმა.

ამ ეტაპზე სასურველი საყურის ან გულსავნების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ, ხოლო მიტანის სერვისი უფასოა და კურიერი ადგილზე მოგართმევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები