ქართველი დიზაინერი სოფო იოსებიძე მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს. როგორც დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, საზაფხულო კოლექცია სრულად ივლისის თვიდან განახლდება.
დიზაინერის showroom-ში ქალის ზედები, სარაფნები, შარვლები, ჟილეტები და აქსესუარებია წარმოდგენილი.
”მომხმარებელს ჩვენთან პროდუქციის შეძენა 75 ლარიდან 250 ლარის ფარგლებში შეუძლია. ინდივიდუალური შეკვეთების დროს, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ დამკვეთს და სამოსის მცირე ჩასწორებებს (დამოკლება, დაგრძელება და სხვა) იგივე ფასად ვთავაზობთ”, – აღნიშნა სოფო იოსებიძემ.
დიზაინერის showroom-ი ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.