დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დღეს დილით თავისი მაღაზია გატეხილი დახვდა.
„დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი. ბევრი არაფერი, თანხა და რამდენიმე სათამაშოა წაღებული, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გვქონდ აშეგროვებული, მადლობა ღმერთს, რომ თითქმის ყველა დავარიგეთ ახალ წლამდე!
მაგრამ ფაქტი გულს მიკლავს! შეიძლება, მოიპარო ფული, მაგრამ ბავშვების საჩუქარს ხელი როგორ უნდა მოჰკიდო? წერილდაკრულს!!! ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც არ შეაწუხებს ნამუსი?!!!“ – კითხულობს დიზაინერი.