LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი მეგი გაბუნია: „ეს რუსი გოგო ქართველი დიზაინერების პროდუქციას ყიდულობდა, ნიმუშის მიხედვით თბილისში ამზადებინებდა და რუსეთის ორ შოურუმს ამარაგებდა… დღესაც თბილისში ცხოვრობს…“

737
megi

ქართველი დიზაინერი, მეგი გაბუნია სოციალურ ქსელში ავრცელებს რუსი გოგონას ფოტოს და წერს, რომ ის ქართველი დიზაინერებისგან მოდელებს იპარავს და შემდეგ რუსეთში სხვადასხვა მაღაზიაში ყიდის:

„ჩემო მეგობრებო და კოლეგებო!

ეს რუსი გოგო ლინაა, რომელიც ქართველი დიზაინერების პროდუქციას ყიდულობდა, ნიმუშის მიხედვით აქვე თბილისში ამზადებინებდა და რუსეთის ორ შოურუმს ამარაგებდა❗️❗️❗️

თან მყიდველებს ატყუებდა, რომ ჩვენი შეკერილი იყო.

ასევე უნებართვოდ, დიზაინერების ანგარიშებიდან სქრინავდა და პირდაპირ იყენებდა ჩვენს ფოტოებს!

ლინა ცხოვრობს თბილისში და დღემდე ბევრი დიზაინერის შოურუმის სტუმარია.

კოლეგებო, მინდა იცოდეთ ეს ინფორმაცია, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები!!!

გიზიარებთ გვერდებს სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ფოტოები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g