LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი მეგი გაბუნია მილანში “White show”-ზე იმყოფება

448

“White show” მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მილანში იმართება. იქ მსოფლიოდან ცნობილი ბაიერები ჩადიან. გამოფენაზე იმყოფება დიზაინერი მეგი გაბუნია, კოლექციით „უნისექსი“. როგორც თავად მეგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისი კოლექციით ბაიერები ინტერესდებიან, თავად კი მოხარულია და ამაყობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოდის ფორუმზე საქართველოს სახელი გააქვს.

მეგი გაბუნია:

„მილანში ერთ-ერთმა ცნობილმა ბაიერმა ნახა ჩემი სამოსი, რის შემდეგაც მიმიწვიეს “WHITE SHOW”-ში,  ყველა დიზაინერის ოცნებაა ამ შოურუმში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ბაიერები ინტერესდებიან კოლექციით და ასევე ჩემი წარმომავლობით, ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სახელით გამაქვს კოლექცია, ასევე  დიდი მოწონება დაიმსახურა ქართული ტყავის ნაწარმმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g