ქართული ბრენდი Nai ხელნაკეთ აქსესუარებზე მომხმარებელს 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ხელოვანმა და დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, საყურეებზე, ყელსაბამებზე, სამაჯურებზე, ბეჭდებზე, ფეხის სამაჯურებსა და ჩანთებზე ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება.
”სამკაულების დამზადებისას ძირითადად ნატურალურ ტყავს, დეკორატიულ ტყავს, ბროლს, თიხას, სხვადასხვა თვლებსა და მეტალებს ვიყენებ. ამჟამად, ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლები. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვმუშაობ, პროდუქციას შეკვეთიდან 1 დღეში ვამზადებ. ჩვეულებრივი აქსესუარების გარდა, მომხმარებელს საქორწილო აქსესუარებსაც ვთავაზობ. Nai-ის საქორწილო აქსესუარები ბათუმში სილამაზის სალონ schwarzkopf-შია წარმოდგენილი”, – აღნიშნა კაკაბაძემ.
მისივე ინფორმაციით, დიზაინერის ხელნაკეთი აქსესუარების ფასი, ნივთის დამზადების სირთულისა და გამოყენებული მასალის გათვალისწინებით, 5 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე აღწევს.
ნაი კაკაბაძის აქსესუარების შეძენა მომხმარებელს ბრენდის Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლია