LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ნინი ჭელიძე ახალ კოლექციაზე მუშაობს

144

დიზაინერი ნინი ჭელიძე გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის გამოსაშვებად ემზადება. როგორც დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ახალი კოლექციის ფარგლებში, მომხმარებელს ქვედაბოლოებს, ზედებსა და საგაზაფხულო პალტოებს სთავაზობს.

მისივე ინფორმაციით, ახალი კოლექციის სამოსს სხვადასხვა თვლებითა და ბრჭყვიალებით გააფორმებს.

დიზაინერის წინა კოლექციის თემა ე.წ ”მიკი-მაუსები” იყო და ეს კოლექცია Tbilisi Fashion Week-ზეც იყო წარმოდგენილი. როგორც ნინი ჭელიძემ განაცხადა, საზოგადოება მისი კოლექციის ნახვას თებერვლის თვის ჟურნალ NARGIS-ის ნომერში შეძლებს.

მსურველებს დიზაინერის კოლექციის შეძენა 150-350 ლარის ფარგლებში, ნინი ჭელიძის facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლიათ: ( https://goo.gl/ZRbRmC )

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები