ატელია ”სამოსი” მომხმარებლებს დიზაინერ, ნინო პატარქალაშვილის დიზაინით შექმნილ პროდქუციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, ნოემბრიდან ატელიეში წარმოდგენილი იქნება ახალი, მამაკაცისა და ბავშვების ხაზი.
მისივე ინფორმაციით, ახალი კოლექცია იქნება საახალწლო თემატიკის და მხიარული.
”ვემზადებით 2018 წლის კოლექციისთვისაც. ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. მასალად ვიყენებ აბრეშუმს, ხავერდს, ტაფტას და ა.შ. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან ფეხსაცმლის ფასები 350 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს, ტანსაცმლის შეძენა 50 ლარიდან ზემოთაა შესაძლებელი”,- განაცხადა პატარქალაშვილმა.
ატელიეს ვაჟა ფშაველას მესამე კვარტალში, N27ა-ში მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.