ახალგაზრდა დიზაინერი თამთა შინდელიშვილი საგაზაფხულო კოლექციისთვის ემზადება. დიზაინერი მომხარებელს კომფორტულ და ხარისხიან ფეხსაცმელებს სთავაზობს. შინდელაშვილის ინფორმაციით, მის მიერ შექმნილ ფეხსაცმელებში ძირითადად შავი ფერი დომინირებს, თუმცა ახალ კოლექციაში დიზაინერი პრიალა ეფექტების გამოყენებას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას თამთა შიდელაშვილმა განაცხადა, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ის ერთგულ მომხარებელს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ”უახლოეს მომავალში პროდუქციის გატანას მოსკოვში ვგეგმავ. ჩემი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელების მომხმარებლები არიან შორენა ბეგაშვილი, ანა მარგველაშვილი, კესარია აბრამიძე და სხვა ცნობილი ადამიანები”, -აღნიშნა შინდელიშვილმა.
თამთა შინდელიშვილის დიზაინით შეკერილი ფეხსაცმლის ფასები 240 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს.
ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლის მაღაზია ვაკეში, ბარნოვის 55 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 12:00 დან 21:00 საათამდე მუშაობს.