დიზაინერმა მეგი გაბუნიამ დასთან, ლიკა გაბუნიასთან ერთად მაღაზია გახსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, საკუთარ მაღაზიაში უკვე მომხმარებელს თავისუფლად შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ტანისამოსი.
”ჩემს მაღაზიაში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს, ახალ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, პალტოები, რომელთა ფასიც 180 ლარიდან 280 ლარამდე მერყეობს, ასევე გვაქვს კაბები 80 ლარიდან, ამასთან ჩვენთან შესაძლებელია ჟაკეტების შეძენაც, მათი ფასი 80 ლარიდან 120 ლარამდეა”, – აღნიშნა დიზაინერმა.
მეგი გაბუნიას თქმით, ასევე დიდი არჩევანია ტყავის აქსესუარებზე. სამაჯურების ფასი 20 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს, ხოლო ქამრების ფასი 50 ლარიდან იწყება, დიზაინერმა აღნიშნა ისიც, რომ პროდუქცია ნატურალური ტყავისგანაა შექმნილი.
გეტყვით იმასაც, რომ დეკემბრის თვის ბოლო ათი დღე მაღაზიაში დიდი ფასდაკლებებიც დაიწყება.
ბრენდის სახელწოდებაა M.G, რომელიც გაბუნიამ თავისივე გვარისა და სახელის ინიციალების მიხედვით დაარქვა.
მსურველებმა მიაკითხეთ მაღაზიას მისამართზე: აღმაშენებლის N51.