LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟან-კლოდ ვანდამის ვაჟი აზერბაიჯანელ პიანისტზე დაქორწინდა – ხელის მოწერა ალიევის პორტრეტის ფონზე შედგა

11352
vandamnews

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, ჟან-კლოდ ვანდამის ვაჟი დაქორწინდა. 34 წლის კრისტოფერის რჩეული 21 წლის აზერბაიჯანელი პიანისტი, საუდა ჰაჯიზადა გახდა. წყვილმა ხელი სტამბულში, აზერბაიჯანის საელჩოში მოაწერა. ახლადდაქორწინებულებმა ფოტოები ჰეიდარ ალიევის პორტრეტის ფონზე გადაიღეს. ეს ფოტოები კი ინტერნეტში თავად 21 წლის საუდამ გაავრცელა. ხელის მოწერის ცერემონიას ესწრებოდა თავად ჯან-კლოდ ვანდამი და ასევე საუდას მშობლები.

ჯან კლოდის ვაჟი კრისტოფერი თავადაც მსახიობია. რაც ეხება 21 წლის საუდას, ის პროფესიონალი პიანისტია. საუდა არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია, ის ამჯერად ბაქოში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g