გასულ წელს გარდაცვლილი რუსი მომღერლის, ჟანა ფრისკეს ოჯახის წევრებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მომღერლის სამი წლის ვაჟი პლატონი დაიკარგა. ფრისკეს ოჯახის წევრები და ახლობლები ბავშვის გაუჩინარებაში მომღერლის ქმრის, დიმირტი შეპელევის კვალს ხედავენ. ისინი ვარაუდობენ, რომ შეპელევმა საკუთარი შვილი საზღვარგარეთ წაიყვანა.
როგორც ვლადიმერ და ოლგა ფრისკეები აცხადებენ, ბოლოს პლატონი დასასვენებლად მამამ წაიყვანა და მას მერე ბავშვზე არაფერი იციან. სამწუხაროდ პატარას კვალს ვერც სამართალდამცავებმა მიაგენს. ცნობილია, რომ შეპელევი ჟანა ფრისკეს მშობლებს პატარა პლატონის ნახვის უფლებას არ აძლევდა.