გარდაცვლილი ჟანა ფრისკეს მამა, ვლადიმერ ფრისკე დიმიტრი შეპელევს ქურდობაში ადანაშაულებს. ფრისკემ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „პირდაპირი ეთერი“, სადაც ღიად ისაუბრა იმ ფაქტებზე, რომელიც ოჯახს არ აძლევს მოსვენებას. ცოტა ხნის წინ გაქრა მომღერლის ბრილიანტების სამკაული და ძვირფასი ქურქი, რაზეც ხელი მხოლოდ მომღერლის ქმარს მიუწვდებოდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სახლი, რომელსაც წყვილი ერთობლივად იშენებდა, ბოლოს შეპელევის სახელზე გაფორმდა და მისი მშენებლობა ახლაც გრძელდება, თანაც ჟანა ფრისკეს საკრედიტო ბარათიდან. აღსანიშნავია, რომ ეს ის თანხაა, რომელიც სხვადასხვა ფონდიდან ფრისკეს სამკურნალოდ იყო გადმორიცხული.
ვლადიმერ ფრისკეს თქმით, მათ ოჯახსა და დიმიტრი შეპელევს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ ჟანა ფრისკეს დამ, ნატალიამ რომელიც ორსულად იყო, სტრესის ნიადაგზე ბავშვი დაკარგა.