LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟანრი ლოლაშვილი: „სიყვარული, პირველ რიგში, არის სექსი, თორემ შეიძლება, ფელამუშიც გიყვარდეს… მიჩვევა ქალთან ცოტა სხვა რამეა…“

2762
ჟანრი

ცნობილი მსახიობი, ჯანრი ლოლაშვილი „პოსტივის“ გადაცემაში საუბრობს სექსისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე:

„სიყვარული, პირველ რიგში, არის სექსი. თუ პოეზიით დაიწყე სიყვარული, არაფერი გამოგივა. სექსია მთავარი. უნდა გინდოდეს, თუ ამ შემთხვევაში ქალზეა ლაპარაკი, თორემ შეიძლება ფელამუშიც გიყვარდეს. უნდა აღტყინებული იყო ქალით. მიჩვევა ქალთან ცოტა სხვა რამეა. ქალთან თუ ჭორაობა დაიწყე, ეს ნიშნავს, რომ ეს ქალი სრულიად სხვა საქმეებისთვის გჭირდება. პირველ რიგში, მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი, სურვილების დაკმაყოფილების, აუცილებელი არ არის შეახტე და სექსუალური აქტი გამართო, მაგრამ ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამ ჩნდება, მოხიბვლა, ფიქრი, ზრახვა, რანაირად, როგორ, ეს მთელი პროცესია… მერე პროცესი კი აღარ არის, მერე არის აქტი. ეს სხვა რამეა. მე თუ მკითხავთ, აქტი არის ერთგვარი ომი. სიყვარულის გარეშე სექსიც შეიძლება, კი… სწორედ სიყვარულის გარეშე სექსია განსაკუთრებული. აუცილებელ დასამორჩილებელ ობიექტს რომ ეცემი… ეს არ არის საკამათო. პირველ რიგში, სექსია, მერე მიჩვევა, ცხოვრება ერთად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g