LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟანრის კლასიკად ქცეული მიუზიკლი შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით – 23 ივნისს მიუზიკლი „ჩიკაგო” თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

512
ჩიკაგო

23 ივნისს, 20:00 საათზე, „წისქვილის თეატრი“ ბროდვეის ლეგენდარულ მიუზიკლს – „ჩიკაგო“, მაყურებლის თხოვნით და მხოლოდ ერთხელ, ამჯერად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში წარადგენს.

მაყურებელი ბილეთების შეძენას შეძლებს საიტიდან tkt.ge.

https://tkt.ge/event/486557/chikago-filarmonia

„ჩიკაგო“ – ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი – ეს მიუზიკლის რეკორდია.

1920-იანი წლები, ჯაზი, კრიმინალური ჩიკაგო და ბნელით მოცული ისტორიები – ასეთია „ჩიკაგო“, ჟანრის კლასიკად ქცეული მიუზიკლი, რომლის პრემიერა საქართველოში და წისქვილის „თეატრში“ უკვე შედგა.

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა.

დადგმა „თეატრის“ თამამი პროექტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, პოპულარული და დიდი ისტორიის მქონე მიუზიკლის ქართულად გათამაშების საშუალება მოგვცა. შთამბეჭდავი ქორეოგრაფია და მუსიკალური კომპოზიციები, ამაღელვებელი ისტორიები, მიმზიდველი და იდუმალი ატმოსფერო და დახვეწილი კოსტიუმები – ასეთია სცენაზე გაცოცხლებული „ჩიკაგო“. მასზე ყველასათვის საყვარელი ქართველი ხელოვანები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მუშაობენ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფს სულ მალე თქვენც იხილავთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ჩიკაგოს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

„ჩიკაგო“ პირველად 1975 წელს დაიდგა. ის მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება, რომელიც რეალურ კრიმინალურ ისტორიებსა და გმირებს აღწერს. მიუზიკლმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოს 36-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა.

„ჩიკაგო“ მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა – კორუფცია, კრიმინალი, „სისხლისა“ და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ „ჩიკაგო“ არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც“, – ამბობს „ჩიკაგოს“ ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.

„ჩიკაგოს“ მნახველებზე ამაღელვებელი ამბების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის გარდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კაშკაშა და დახვეწილი კოსტიუმებიც. გამონაკლისი არც მიუზიკლის ქართული ვერსია იქნება.

„კოსტიუმების თითოეულ დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევქმენი და დავამუშავე, რადგან ისინი თხრობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატმოსფეროს შექმნაში. მდიდრული ქსოვილების ფენები, დეკორაციები, ფორმები ეპოქის არსსაც აღწერს და პერსონაჟების ხასიათს, განწყობებსაც გამოკვეთს. თუმცა „ჩიკაგოს“ მაგიას მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინი ვერ შექმნიდა, რომ არა სწორი განათება და დეკორაციები, რაც შემოქმედებითი ჯგუფის ერთიანი მუშაობის დამსახურებაა“, – აღნიშნავს „ჩიკაგოს“ კოსტიუმების დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g