ჟენევამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ავტოსალონს უმასპინძლა და მის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიერაც შედგა. ტრადიციულად შვეიცარიაში ბევრ სუპერქარს წარმოადგენენ ხოლმე, ავტოჟურნალისტებმა ყველაზე გამორჩეულ მოდელებს თავი ერთ რეპორტაჟში მოუყარეს. ეს ის ავტომობილებია, რომლებიც ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოვა.
ზოგადად, სერიული ელექტრომობილები ჯერ ისევ უმცირესობაში არიან. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია რომ მათზე დიდი მოთხოვნა არაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ჟენევა მაინც ლუქს მოდელებთან ასოცირდება, სადაც ბენზინი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა.