LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში ჯავშნიანი ლიმუზინი წარმოადგინეს

174
a9586f83c74a15f4a179595d3c2465c2acee2369

ჟენევის ავტოშოუზე Aurus Senat S600-ის სედანის პრემიერა შედგა და ავტომოყვარულებს მასთან ერთად გრძელბაზიანი მოდიფიკაციის L700-ის ნახვის საშუალებაც ქონდათ.

სედანის გაბარიტული სიგრძე 5630 მილიმეტრს, ხოლო L700-ის სიგრძე კი 6630 მეტრს  შეადგენს. შედარებისთვის, „მაიბახისა“ თუ Rolls-Royce Phantom-ის სიგრძე 5462 და 5982 მილიმეტრია. „სენატის“ ჯავშნიანი მოდიფიკაციის მასა 6,9 ტონას შეადგენს.

ორივე ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა უზრუნველყოფილი.  4,4 ლიტრის მოცულობის „რვიანი“ 40 ძალის მქონე ელექტტრო ძრავთან და 9 დიაპაზონიან „ავტომატურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ჩვეულებრივი სედანი პირველ „სეულს“ 6 წამში ავითარებს, მის ჯავშნიან მოდიფიკაციას კი იგივე მანძილის გასავლელად 9 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

და ბოლოს, „სენატის“ შეკვეთას ავტომოყვარულები 18 თებერვლიდან შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები