LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტოსალონი ისევ გაუქმდა

33
jenevaautosalon

მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, 2020 და 2021 წელს გაუქმებული ჟენევის ავტოსალონი, არც 2022 წელს არ გაიმართება. მაისის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოფენა 19–27 თებერვალს ჩატარდებოდა, თუმცა ოქტომბერში ორგანიზატორებმა ეს თარიღიც გააუქმეს და უკეთესი დროის მოლოდინში არიან. თუკი წინა ორ შემთხვევაში ავტო გამოფენის გადატანის მიზეზი ეპიდვითარება იყო, ამჯერად ყველაფერს  – „პანდემიის გამო გამოწვეული პრობლემებით“ ხსნიან.

როგორც წესი, ჟენევის ავტოსალონი მარტის თვეში იმართებოდა ხოლმე. ბოლოს ღონისძიება 2019 წელს შედგა და მასში მონაწილეობა 184–მა კომპანიამ მიიღო, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 600 ათასს აჭარბებდა. შემდგომ წელს სალონი გახსნამდე ერთი კვირით ადრე გააუქმეს, არადა მაშინ შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ხელისუფლებამ გარისკვა არ ისურვა და ყველა მსგავსი ღონისძიება აკრძალა, ორგანიზატორებმა 11 მილიონი შვეიცარიული ფრანკი იზარალეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სალონი არც 2021 წელს გაიმართებოდა. უფრო მეტიც, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ორგანიზატორებს ჟენევის ავტოსალონის ჩატარების უფლების გაყიდვა სურთ, რადგან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g