LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟერარ დეპარდიემ ვლადიმერ პუტინი დაგმო

111
01DEPARDIEU-ITEM-articleLarge-v2

ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ ვლადიმერ პუტინის შეშლილი და მიუღებელი გადახრა დაგმო და განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი მისი სამი კონცერტის მთლიანი შემოსავალი ომით დაზარალებულ უკრაინელებს გადაეცემათ.

„რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების შეშლილ და მიუღებელ გადახრებზე“, – აღნიშნა ფრანგმა მსახიობმა.

ჟერარ დეპარდიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ძმათამკვლელი ომის წინააღმდეგია.

„გააჩერეთ იარაღი და აწარმოეთ მოლაპარაკება. ჩემი სამი კონცერტიდან მთლიანი შემოსავალი გადაეცემა ამ ტრაგიკული ძმათამკვლელი ომით დაზარალებულ უკრაინელებს“, – ნათქვამია დეპარდიეს განცხადებაში.

ახლავე შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დაიწყეთ საუბარი – რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g