ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, აცხადებს, რომ თურქული პასპორტის მიღება სურს.
როგორც თურქული სააგენტოები წერენ, ამის შესახებ დეპარდიემ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში ვიზიტისას განაცხადა.
“ოქტომბერში თურქეთში ვიზიტი მაქვს დაგეგმილი და ვაპირებ ერდოღანს დაველაპარაკო” – განაცხადა დეპარდიემ მედიასთან.
ჟერარ დეპარტიე რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად ალჟირის პასპორტს ფლობს.