LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჟიგული”, რომელიც თბილისში, ერთერთ აივანზე 20 წელი იდგა, ჯართში ჩააბარეს [ვიდეო]

55fc3e235b4a5935da23ea0dd023f632

თბილისში, დიღმის მასივში, მე-4 სართულის ღია აივანზე, 20 წლის განმავლობაში ჟიგული ეყენა. დღეს გავრცელდა კადრები, თუ როგორ ჩამოიტანეს ამწით ძველი მანქანა და ჯართში ჩააბარეს.

ცისფერი ჟიგული, თბილისელებისთვის კარგად ნაცნობია და არა მარტო მათთის. აივანზე გაჩერებული საბჭოთა მანქანით უცხოური მედიაც არაერთხელ დაინტერესებულა.

მეპატრონემ ეს ავტომობილი 1993 წელს შეიძინა. რამდენჯერმე გაუქურდავთ – ხან მინები ამოუღიათ, ხან საბურავი მოუხსნიათ. მეზობლებს უთქვამთ, შეიძლება საერთოდ მოგპარონ და აივანზე აიტანეო. ბატონმა რეზომ [ავტომობილის მეპატრონემ] რჩევა გაითვალისწინა, თუმცა, როგორც ერთერთი ძველი ინტერვიუდან ირკვევა, მანქანის გაძარცვა აივანზეც მოახერხეს.

“- 90-იანი წლები ხომ გახსოვთ, ხალხმა ყველაფრის მოპარვა დაიწყო. რატომ უნდა გამეტანებინა ჩემი ქონება სხვისთვის? მეხუთეზე კი არა, მეთოთხმეტე სართულზე რომ მეცხოვრა, იქაც ავიყვანდი. მაგრამ უშველა, რო? აქაც გამიძარცვეს – სახურავზე დადგნენ და ბაწრით ჩამოეშვნენ ჩემს სართულზე… 

ეგ საბჭოთა “ჟიგული” მაშინ ბევრისთვის სანატრელი მანქანა იყო, პრესტიჟული სამსახური თუ არ გქონდა, ვერ იყიდდი. მეც მქონდა და ვიყიდე, ახალთახალი იყო, სულ 39 კილომეტრი ჰქონდა გავლილი; მოეწონათ ყაჩაღებს და დახსნეს რაღაც-რაღაცები. ახლობელი ამწეზე მუშაობდა, ვთხოვე, მიშველე-მეთქი. ამწით დამისვა აივანზე,” – ყვებოდა ავტომობილის მეპატრონე ერთერთ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები