ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ხევის ადიდების გამო, მოძრაობა დროებით იზღუდება..
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი), დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ვკითხულობთ ტექსტში.