საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია:
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”- ნათქვამია განცხადებაში.