LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალთან, საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

100

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ, ჟინვალთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა.

mazda magti 5g